Monday, June 3, 2013
Friday, May 31, 2013
1. გაკვეთილის
თემა
|
მექანიკური მუშაობა და მისი ერთეული
|
სწავლების საფეხური და კლასი
|
2 საფეხური,მე–8 კლასი
|
მასწავლებლის სახელი, გვარი
|
მაგული ბურკაძე
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
14 მოსწავლე
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი
|
მექანიკური მუშაობის განსაზღვრა და გამოთვლა
|
თანმიმდევრობა აქტივობა და დრო
|
დავავალებ მოსწავლეებს, გაიხსენონ ყველა ის შემთხვევა ,რომლებსაც ყოველდღიურ
ცხოვრებაშიმუშაობას უკავშირებენ . მოვისმენ მოსწავლეების მოსაზრებებს მუშაობის შესახებ.
ავუხსნი მოსწავლეებს,რომ ფიზიკაშიმუშაობას უწოდებენ მხოლოდ ისეთ პროცესს რომელშიც
ძალის მოქმედების შედეგად სხეული გადის რაღაც მანძილს.
კლასს კითხვა–პასუხის საშუალებით გავახსენებ ძალისა და გადაადგილების
სიდიდეებს,მათ ერთეულს საერთაშორისო სისტემაში
კლასს გავუკეთებ მობილიზებას იმისათვის, რომ იცოდნენ მექანიკური მუშაობის
შესასრულებლად საჭიროა ორი აუცილებელი პირობა:
1.სხეულზე უნდა მოქმედებდეს ძალა
2.ძალის მოქმედების შედეგად სხეული უნდა ასრულებდეს გადაადგილებას.
მოსწავლეებს ავუხსნი თუ რა სიტუაცუაში ასრულებს სხეული მექანიკურ მუშაობას.
კლასს თანმიმდევრულად დავუსვამ შემდეგ შეკითხვებს:
1.განსაზღვრეთ სხეულზე მოქმედი ძალების ტოლქმედი.
2.განსაზღვრეთტოლქმედი ძალის მუშაობა მსჯელობით
3. გამოსახეთ ფორმულით მექანიკური მუშაობა;
A=f.s
4.ასრულებს
თუ არა სხეულზე მოქმედი სიმძიმისა დასაყრდენის რეაქციის ძალები მუშაობასსხეულის ჰორიზონტალურ
ზედაპირზე გადაადგილებისას?
4.განსაზღვრეთ ,რამდენ გრადუსიან კუთხეს ქმნის სიმძიმისა
და საყრდენის რეაქციის ძალები სხეულის მოძრაობის მიმართულებასთან.
ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ
მოვთხოვ მოსწავლეებს გამოიტანონ დასკვნა:
სხეულზე მოქმედი ზალის მუშაობა შეიძლება იყოს დადებითი,უარყოფითი
ან ნულის ტოლი.
საერთაშორისო ერთეულთა სისტემაში მუშაობის ერთეული
არის ჯოული.
2 აქტივობა;განვიხილავთ კონკრეტულ მაგალითს იმისათვის,რომ
სიმძიმის ძალის მუშაობა არ არის დამოკიდებული სხეულის მოძრაობის ტრაექტორიაზე. აგრეთვესიმძიმის
ძალის მუშაობა შეკრულ ტრაექტორიაზე ნულის
ტოლია.
გაკვეთილის ათვისებისათვის კლასს მივცემ დამოუკიდებლად
ამოცანას ამოსახსნელად. სწორად ამოხსნის შემთხვევაში შევაფასებ მოსწავლეს.
მიღებული პასუხის შემდეგ მეცოდინება რამდენმა მოსწავლემ
მიაღწია შედეგს.
|
შეფასება
|
კონკრეტულად ვაფასებ გაკვეთილის პროცესში ჩართულობას.
განმავითარებელი შეფასება:ვაკეთებ ჩანაწერებს ,თუ რამდენად სწორად გამოთქვამენ
ჰიპოთეზას მოსწავლეები და როგორია მათი არგუმენტები.
აქტივობის ბოლოს შევაფასებ მოსწავლეთა მიერ გამოთქმულ ჰიპოთეზებს და მივცემ მათ რჩევებს.
8–10 ქულით ვაფასებ იმ მოსწავლეს
,რომელიც მოსაზრებებს აყალიბებს თანმიმდევრულად. ლოგიკურად აკეთებს დასკვნებს.
6–7 ქულით ბაფასებ იმ მოსწავლეს თუ ის ცდილობსმოსაზრებები ჩამოაყალიბოს
,საინტერესოდ,ნაწილობრივ ასაბუთებს თავის მოსაზრებებს.
საშინაო დავალება: გაკვეთილი 1.2 ამოცანები კრებულიდან.
|
Subscribe to:
Posts (Atom)